სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსით ინფიცირების პიკი 4 აპრილიდან არის მოსალოდნელი

ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სცენარებზე ისაუბრა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, ინფიცირების პირი 4 აპრილის შემდეგ არის მოსალოდნელი.

„ყველაზე პესსიმისტური სცენარი რა თქმა უნდა არსებობს და ეს სცენარი სავარაუდოდ, ჩვენ ასე გვგონია, რომ შეიძლება განვითარდეს 4 აპრილის შემდეგ, თუ ვერ მოხდა სიტუაციის სათანადო მართვა. აქედან გამომდინარე და კვლევებზე დაყრდნობით იქნა მიღებული გადაწყვეტილება თუ რამდენი ხნით უნდა შემოღებულიყო საგანგებო რეჟიმი საქართველოში. ჩვენ გვაქვს 2 ტალღის მოლოდინი. პირველი ტალღის მოლოდინი გვქონდა სწორედ ამ კვირაში, 4 აპრილამდე და შემდგომი განვითარება უკვე 4 აპრილიდან აპრილის ბოლომდე. დღესდღეობით რაც იკვეთებოდა, 4 აპრილამდე მოლოდინები ცუდი სცენარის ჩვენ გაგვიცრუვდა. რეალურად ამას ველოდით, მაგრამ ჩვენ მაინც ვემზადებით უფრო რთული სცენარისთვის, ვიდრე არის მოსალოდნელი. ეს გვაძლევს იმ შესაბამის ეფექტებს, რაც ჩვენ გვაქვს. ამის შედეგია, რომ ჩვენ დღეს გვყავს 67 ინფიცირებული და ამ 67-დან უკვე 9 გამოჯანმრთელებული არის“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, მთავრობის მიერ გატარებული საჭირო ღონისძიებების გარეშე დაავადებულთა რიცხვი შესაძლოა 3 ათასამდე გაზრდილიყო.ტიკარაძემ ასევე განაცხადა, რომ მთავრობა მარნეულში მომხდარი ფაქტისთვის მზად იყო და მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარზეც ისაუბრა.

„გვაქვს ალტერნატიული სცენარი, სადაც ასევე გარკვეული მოლოდინები გაგვაჩნია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დაანონსებული გვაქვს მიზნობრივი და აგრესიული ტესტირება ამ რეგიონში, ჩვენ გვაქვს იმის იმედი, რომ მოვახდენთ რეალურად კუპირებას ყველაფრის, ავიღებთ კონტროლზე ამ პროცესს სამართავად და ამ პროცესის შედეგი იქნება დადებითი და კარგი გამოსავლები“, - აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100