"აირზენას“ დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან" - გიორგი გახარია
ვფიქრობ, „აირზენას“ დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან, და სხვას არაფერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, არის საგანგებო მდგომარეობა და ეს, არავის უნდა დაავიწყდეს.
„ჩვენი ამოცანა არის მარტივი, მაქსიმალურად სწრაფად, ორგანიზებულად ჩვენი მოქალაქეები გამოვიყვანოთ ევროპის და საერთოდ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან.
არავის დაავიწყდეს, რომ არის საგანგებო მდგომარეობა. თუ კომპანიები, საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად არ შეასრულებენ ვალდებულებებს, რომელსაც მათ დააკისრებს სახელმწიფო, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდგომ დაეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და კომპანიები იქნებიან ექსპროპრიერებული სახელმწიფოს ინტერესებში, დროებით, რა თქმა უნდა, აი ეს გადაეცით მაგ კომპანიის დირექტორს, პირადად ჩემგან“- განაცხადა გახარიამ.
კომენტარი