სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
აგრესიულობამ და ლიდერობის სურვილმა შესაძლოა, პარტნიორებთან და კოლეგებთან ურთიერთობა გაგირთულოთ. ამ დღეს სხვების აზრებს არ ითვალისწინებთ. მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგი ან სკანდალი.


კურო
ფულთან ურთიერთობის დროს სიფრთხილე და წინდახედულება გმართებთ. შესაძლოა, ზოგიერთ ნაცნობთან ურთიერთობის ფორმის შეცვლა მოგიწიოთ. სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დროს სიმშვიდე და მოთმინება გმართებთ. ერიდეთ ექსპერიმენტებს და ძველი, კარგად გამოცდილი მეთოდებით იმოქმედეთ.


ტყუპები
რთული დღეა, რომელსაც თქვენივე სისუსტეები უფრო გაართულებს. უარი თქვით თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობაზე. შეამცირეთ ახლობელ ადამიანებზე თქვენი უსაზღვრო ზრუნვა. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს შეიძლება უსიამოვნებების მიზეზი გახდეს. ფინანსურ საქმეებში სიფრთხილე და თავშეკავება გმართებთ.


კირჩხიბი
ხელსაყრელი დღეა საზოგადოებრივ და სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობისთვის. ეს შეიძლება სხვადასხვა სახის კონფლიქტების მოგვარებისთვის გამოიყენოთ. გაითვალისწინეთ, რომ საკუთარ ვალდებულებებზე უარის თქმით თქვენს საქმიან რეპუტაციას და ავტორიტეტს აუნაზღაურებელ ზიანს მიაყენებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ექსპერიმენტებზე უარი თქვათ და ძველი, კარგად გამოცდილი მეთოდებით იმოქმედოთ.


ლომი
მოვლენებს ნუ დააჩქარებთ, თორემ შეიძლება პროფესიულ საქმიანობაში ან პირად ცხოვრებაში სერიოზული შეცდომა დაუშვათ. თქვენმა თავდაჯერებამ და მიამიტობა შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ ან დიდი სკანდალი გამოიწვიოს. გამორიცხული არ არის უთანხმოება უფროსთან. ასეთ შემთხვევაში, ახალი სამსახურის მოძებნა მოგიწევთ.


ქალწული
პასიური დღეა და ნურც თქვენ იაქტიურებთ. შესაძლოა, ახლობელი ადამიანების პოზიციის სისწორეში ეჭვი შეგეპაროთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ყურადღება მიაქციეთ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას. გაითვალისწინეთ, რომ დიეტა და სუფთა ჰაერი უამრავი დაავადების პროფილაქტიკა გახლავთ.


სასწორი
ხელსაყრელი დღეა მივლინებებისა და საქმიანი გარიგებებისთვის. წარმატების მისაღწევად უარი უნდა თქვათ ექსპერიმენტებზე და ძველი, კარგად გამოცდილი მეთოდებით იმოქმედოთ. ეცადეთ წყენა დაივიწყოთ და წვრილმან უსიამოვნებებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ. რაღაც პერიოდის შემდეგ, ყველაფერი მოგვარდება.



მორიელი
უკიდურესად ნეგატიური დღეა, რომელსაც ტრავმები, კატასტროფები და დანაკარგი ახლავს. უარი თქვით ოპერაციის გაკეთებაზე, მგზავრობაზე, სასამართლო პროცესებზე და ყველაფერზე, რაც რისკთან არის დაკავშირებული. გონიერებას თუ გამოიჩენთ, უსიამოვნებებს თავიდან აიცილებთ.


მშვილდოსანი
თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი და მასთან ერთად, სექსუალურობა, ინტუიცია და პიროვნული მომხიბვლელობა იზრდება. ეს დღე თქვენი შემოქმედებითი აღმასვლის დასაწყისია, თუმცა თქვენივე ტემპერამენტის და ცდუნებების აყოლის გამო, მოვლენები შესაძლოა, არასასურველად განვითარდეს. სულიერი წონასწორობა დაგეხმარებათ ამ დღის ნეგატიურ ტენდენციებს თავი დააღწიოთ.


თხის რქა
არახელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისა და მომავლის დაგეგმვისთვის. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი დაბალ ნიშნულზეა. ნებისმიერი წამოწყება წარუმატებლობისთვის არის განწირული, რაც ფინანსურ დანაკარგსა და პრესტიჟის დაცემას გამოიწვევს. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.


მერწყული
ხელსაყრელი დღეა ხანმოკლე მგზავრობისა და საქმიანი შეხვედრებისთვის. პარტნიორებთან ურთიერთობის დროს, ეცადეთ, მომენტი სწორად შეარჩიოთ და აქცენტები სწორად დასვათ. ასეთ შემთხვევაში, თქვენი მატერიალური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. უარს ნუ იტყვით ახლობლებისა და კოლეგების დახმარებაზე, თორემ წარმატებას ვერ მიაღწევთ. კარგი დღეა შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისთვის, რომლებიც დიდი ხნის სასურველ შედეგს მიაღწევენ.


თევზები
ხელსაყრელი დღეა განახლებისთვის. ბედნიერი შემთხვევის წყალობით, თქვენი მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდება. ხელსაყრელი დღეა პროფესიული საკითხების მოგვარებისთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100