ხობში საცხოვრებელი სახლის აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან ერთი გარდაიცვალა
ხობის რაიონში საცხოვრებელი სახლის აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან ერთ-ერთი დღეს გამთენიას გარდაიცვალა.
დამწვრობის ცენტრში გადმოყვანილი დანარჩენი ოთხი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ამ დროისთვის მძიმეა, მათ სხეულის მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობასთან ერთად, სასუნთქი გზების დაზიანება და თერმული შოკი აღენიშნებათ.
აფეთქების შედეგად დაშავებული შვიდი ადამიანიდან ხუთი თბილისის დამწვრობის ცენტრში გუშინ გადმოიყვანეს. შემთხვევა გუშინ საღამოს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში მოხდა. ჭითანავების საცხოვრებელ სახლში შეცდომით, დიზელის ნაცვლად ბენზინი გამოიყენეს, რასაც ძლიერი აფეთქება მოჰყვა. აფეთქების შედეგად კი შვიდი ადამიანი დაშავდა.
ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ორი პაციენტი რჩება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
კომენტარი