სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„სეპარატისტული ფეხბურთი“ შუა ევროპაში

მორიგი პროვოკაცია სეპარატიზმის მხარდასაჭერად: 31 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით მალტა უმასპინძლებს საფეხბურთო ტურნირს, რომელშიც არაღიარებული ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას!

საინტერესოა, რომ მალტა ევროკავშირის წევრია, თუმცა ტურნირს მისი ერთ-ერთი კუნძული, გოზო მასპინძლობს და ევროპული სააგენტოების ცნობით, ეს მომცრო კუნძულიც სეპარატისტული განწყობითაა გაჟღენთილი, ოღონდ საქმე საომარ მოქმედებამდე დღემდე არ მისულა.
სამაგიეროდ, გოზოზე ჩასვლას გეგმავენ ქურთები, ბასკები, ჩრდილოეთ იტალიის პროვინცია პადანია და ასევე რამდენიმე ფრანგული რეგიონის ნაკრები.
ორგანიზატორები თურმე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ მთიან ყარაბახთან, ტირასპოლთან, და, რაც ყველაზე მეტად გვაინტერესებს, აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან.

„ეს პოლიტიკა არ არის. უბრალოდ, ჩვენ გვინდა, კიდევ ერთხელ დავუმტკიცოთ მთელ მსოფლიოს, რომ ფეხბურთს საზღვრები არ გააჩნია. თუ რომელიმე გუნდი ან მოთამაშე პოლიტიკური ნიშნით გამოიყენებს ამ ყველაფერს, მას მკაცრად დავსჯით“, - განაცხადა ტურნირის ორგანიზატორმა ჟან-ლუკ კიტმა.

თუმცა ამ განცხადების მიუხედავად, იოლად ამოსაკითხია ყველაფერი მის მომდევნო ნათქვამში: „ამ ქვეყნებს არა აქვთ საერთაშორისო მატჩების ჩატარების შესაძლებლობები. აბა, წარმოიდგინეთ, რამხელა სიამოვნებაა მათთვის, როცა მშობლიურ ჰიმნს მოისმენენ და მერე ქვეყნის ინტერესის დასაცავად ბურთს გააგორებენ?!“

მოკლედ, ეს ბოლო ხანებია, სეპარატისტები დიდი მონდომებით ცდილობენ თავიანთი ინტერესებისთვის სპორტის და კონკრეტულად ფეხბურთის გამოყენებას და, როგორც ჩანს, ამაში არცთუ ცოტა თანამოაზრე ჰყავთ.

სანამ ამ დომხალის მორიგი დეტალები გამჟღავნებულა, გეტყვით, რომ მომდევნო ჩემპიონატი გაისად ქურთისტანში იგეგმება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100