სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი თარგამაძე:რუსთავი 2-ის, მასობრივ მედიაზე მონოპოლიის აღებით ამ ხელისუფლებასაც დაემართება ის, რაც სხვებს, დაიწყებს საკუთარი თავის ჭამას

ალექსანდრე რონდელის ფონდის მედიაცენტრის დირექტორი, გიორგი თარგამაძე, რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.

„განცდა იმისა, რომ ოდესღაც კი არა, შენს ცხოვრებაშიც მომხდარა, მომხდარა ამ ქვეყანაში, მომხდარა მედიასთან დაკავშირებით. ეს შეცდომები დაუშვია ხელისუფლებებს, გადაგვიხდია ამისთვის არა მხოლოდ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური ფასი, გადავკიდებივართ ერთმანეთს.. კვლავ იმ წრეზე ვტრიალებთ,“ - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

არჩევანის ეთერში გიორგი თარგამაძემ ხელისუფლების ქმედებები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მედიაზე მონოპოლიის დამყარება კარგის მომტანი არ იქნება.

რუსთავ2-ის წართმევით, მასობრივ მედიაზე მონოპოლიის აღებით, ოპოზიციური პოლიტიკური მოედნის მოსუფთავებით, დასუსტებით, მარგინალიზაციით, სასამართლოს ჯიბეში ჩადებით, დამერწმუნეთ, ამ ხელისუფლებასაც დაემართება ის, რაც სხვებს. დაიწყებს საკუთარი თავის ჭამას და ის დაამთავრებს, სამწუხაროდ ისევე, როგორც წინა ხელისუფლებები,“ - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.


ვიდეო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100