სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვის „დინამო“ კახა კალაძეზე: „ეს ტყუილი მის სინდისზე იყოს...“

ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მოსკოვის „დინამომ“ მეტად სარფიანი წინადადება შესთავაზა, მან კი რუსული კლუბის მიერ შემოთავაზებულ მილიონებზე უარი თქვა და „ჯენოაში“ დარჩენა ამჯობინა.

ქართველი ფეხბურთელის განცხადებიდან 24 საათიც არ იყო გასული, რომ მოსკოვის „დინამომ“, ოფიციალური წარმომადგენლის მეშვეობით, რომელმაც ინტერვიუ რუსულ მედიას მისცა, კალაძისთვის კონტრაქტის შეთავაზება კატეგორიულად უარყო:

“ვაცხადებთ, რომ არასოდეს გვქონია მოლაპარაკებები კახა კალაძესთან და არც კონტრაქტი წარმოგვიდგენია მისთვის. კალაძეს პატივს ვცემთ, მაგრამ დაუშვებლად ვთვლით, როცა ფეხბურთელი მოსკოვის “დინამოს” სახელზე სპეკულირებს პირადი მიზნების გამო. “დინამოს” ინტერესებში კარიერის დასალიერზე მყოფი ფეხბურთელები არ შედიან. კალაძის სარეკლამო განცხადება, თითქოს მოსკოვის “დინამოს” მილიონებზე უარი თქვა, ფეხბურთელის სინდისზე იყოს”.

რაში დასჭირდა ტყული ქართველ ფეხბურთელს, ან, იმ შემთხვევაში, თუკი ეს ტყუილი არ არის, რატომ არ წარმოადგინა შეთავაზების დამადასტურებელი არგუმენტი ან მტკიცებულება, ჯერჯერობით უცნობია. ქართველ ფეხბურთელს მოსკოვური საფეხბურთო კლუბის ოფიციალურ განხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

გაუგებარია, რას ფიქრობდა კახა კალაძე, როცა ამას ამბობდა, მაგრამ გასაგებია მოსკოვის „დინამოს“ ის პოზიცია, რომლის მიხედვითაც იგი შეაშფოთა კახა კალაძის ყიდვის თუნდაც არარეალურმა დაშვებამ - „საკუთარი კარის რისხვა“ არცერთ, ასე თუ ისე სერიოზულ გუნდს არ სჭირდება...

მომზადებულია worldsopt.ge-ს მიხედვით

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100