სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლიბიის ოპერაცია და სარკოზის დაცემული რეიტინგი

საფრანგეთში ნიკოლა სარკოზის კრიტიკის ტალღა იზრდება. საზოგადოებას პრეზიდენტს ლიბიის სამხედრო ოპერაციაში აქტიური მონაწილეობის გამო ედავება. მას შემდეგ, რაც ორმა ცნობილმა ადვოკატმა ქვეყნის პირველ პირს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში დასდო ბრალი და მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, საფრანგეთში სხვა საზოგადოებრივი ორგანზაციებიც გააქტიურდნენ.

ყოველივე აქედან გამომდინარე, სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ სარკოზის მეორე ვადით არჩევის ძალიან ნაკლები შანსი აქვს. ამას დაერთო დომენიკ სტროს–კანის სკანდალი, რომლის პროვოცირებაშიც ასევე სარკოზის ადანაშაულებენ.

როლან დიუმა, ფრანსუა მიტერანის ხელისუფლების დროს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ამჟამად ცნობილი ადვოკატი, აცხადებს, რომ შეძრწუნებული იყო, როცა დაინახა, რომ ნატოს ოპერაცია, რომელიც მიმართული უნდა ყოფილიყო მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისაკენ, პირიქით, მათი ხოცვა–ჟლეტის მიზეზი გახდა.

დიუმას აზრით, ეს სასტიკი აგრესიაა სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ. ადვოკატმა განაცხადა, რომ დაიცავს მუამარ კადაფის, თუ მას დააპატიმრებენ და ჰააგის ტრიბუნალს წარუდგენენ.

სარკოზის რეპუტაცია რომ მნიშვნელოვნად შერყეულია, ამას სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვებიც ადასტურებს. თუმცა, მოსახლეობის უმრავლესობას, სარკოზის მიმართ ლიბიის მოვლენების დაწყებაზე მეტად ეკონომიკური პრობლემებზე ედავებიან, რომელიც ევროპული ეკონომიკური კრიზისის შემდეგ დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამას ემატება დღევანდელი პრეზიდენტის მოწინააღმდეგე ფრანგული მემარცხენე პარტიების გააქტიურება და მათი რეიტინგის მნიშვნელოვანი მატება.

საკოზის მხარდამჭერი პრესის ნაწილი კი შეტანილ სარჩელს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს სარკოზის პრეზიდენტის პოსტზე წინაასაარჩევნო ბრძოლას უკავშირებს.

აქედან გამომდინარე, ლიბიის ოპერაცია, რომლის მეშვებითაც საფრანგეთის პრეზიდენტი საკუთარი, რეკორდულად შემცირებული რეიტინგის გაუმჯობესებას გეგმავდა, შესაძლოა, პირიქით, მისი საპრეზიდენტო კამპანიის მთავარი კომპრომატი გახდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100