ვანო მერაბიშვილის სიტყვა სასამართლო პროცესზე
ჯანმრთელი ცხოვრების წესით ვცხოვრობ და რომ არ მოვიწყინო საკანში, ქუთაისში მიწევს ჩამოსვლა, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
"მე არ მიკვირს და ვთვლი, რომ მოსამართლე არის ვაჟკაცური ადამიანი, რომელმაც თავის თავზე აიღო დიდი დარტყმა და სხვა მოსამართლეებს თავიდან ააცილა ის ვალდებულება, რომელიც აღებული აქვს. აზრი დაეკარგა სერიოზულ მომზადებას ამ პროცესისათვის იმიტომ, რომ საბოლოოდ ცნობილია შედეგი, რომელიც დადგება, რადგან ბატონი გურული არის ყველა დასავლეთ საქართველოს სასამართლოს ხელმძღვანელი და ვერც ერთი მოსამართლე ვერ გაუძლებს პრესს ხელისუფლებისგან," - აღნიშნა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, ეს ხელისუფლება საკანში ცივ ნიავს არ აკარებს. "მჟავეს, მწარეს არ მაჭმევს, ვყავარ დიეტაზე, ჩემს ცოლს არ უშვებენ და ქალს არ მაკარებენ, ქუთაისში დავყავარ. შეგუებული ვარ, რაც მელოდება და იუმორით ვუყურებ ამ ყველაფერს" - განაცხადა მერაბიშვილმა.
კომენტარი