სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ბარსელონა” ლონდონში უფასოდ ჩაფრინდება

ავიაკომპანია Turkish Airlines-მა, რომელიც კატალონიის “ბარსელონას” ერთ–ერთი სპონსორია, გუნდს “უემბლიზე” 28 მაისს გასამართ ჩემპიონთა ლიგის ფინალში უფასოდ ჩაფრენა შესთავაზა.


თვითმფრინავები, რომლითაც “ბარსელონა” დაფრინავს სწორედ ამ კომპანიის კუთვნილებაა და ისინი კლუბის ფერებითაა გაფორმებული, თუმცა, როგორც ირკვევა, ეს წინადადება თავდაპირველ კონტრაქტში გაწერილი არ ყოფილა და თურქებმა კატალონიელებს, ასე ვთქვათ, სიურპრიზი გაუკეთეს.


“ამის შესახებ მოლაპარაკებაში არაფერია ნათქვამი, მაგრამ გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და ნამდვილად იმსახურებს ამ პატივს, მითუმეტეს, რომ ეს ჩვენი ავიაკომპანიის რეკლამაცაა. “ბარსელონათი” ძალიან ვამაყობთ!”, – ამბობს კომპანიის პრეზიდენტი ჰამდი ტოპჩუ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100