სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შვედმა მეცნიერებმა ნაადრევი მშობიარობის მორიგ მიზეზს მიაკვლიეს

„ქალი, რომელიც დედობითვის ემზადება ვალდებულია არამხოლოდ მავნე ჩვევებისგან, არამედ ჭარბი წონისგანაც გათავისუფლდეს.“ - აღნიშული დასკვნა შვედმა მეცნიერებმა გამოიტანეს.

სტატისტიკური მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ჭარბწონიანი დედის შვილები დროზე ადრე იბადებიან და მათ სხვადასხვა დაავადებები ემუქრებათ. უფრო კონკრეტულად, რომ ვისაუბროთ მშობიარობა ნაადრევად ეწყება გამხდარი ქალბატონების 25%-სა და ჭარბწონიანი ქალების 60%.

აღნიშნული დასკვნები და მონაცემები შვედმა მეცნიერებმა, მილიონობით შვედ ქალბატონზე დაკვირვების შედეგად მიიღეს. აღსანიშნავია ისიც, რომ სპეციალისტები ზედმეტად გამხდარი დედების მშობიარობის რისკფაქტორებზეც ბევრს საუბრობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალბატონებმა საკუთარი შვილის ჯანმრთელობისთვის, ექიმის დახმარებით საკუთარი წონა უნდა აკონტროლონ და მოერიდნონ როგორც გასუქებას, ასევე ზედმეტად გახდომას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100