სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯულია რობერტსის დიეტა

ჯულია რობერტსი წელიწადში მხოლოდ რამდენჯერმე მიმართავს დიეტას წონის კორექციისთვის და ძირითადად Face lift diet-ს (დოქტორ პარიკონეს დიეტა) მიმართავს. როგორც მსახიობი ირწმუნება, ეს დიეტა ხელს უწყობს სახის კანის გაახალგაზრდავებას, ამასთან ეს დიეტა აჯანსაღებს ორგანიზმს და მას ნატურალური ამინომჟავებით ამარაგებს.

გაღვიძებისთანავე: 350 მლ მინერალური წყალი

საუზმე: 100გ მოხარშული ორაგული, 150-200 გ ჰერკულესის ფაფა (წყალზე მომზადებული), მწვანე ვაშლი, 350 გრ მინერალური წყალი.

მეორე საუზმე: 250გ მოხარშული ორაგული, მწვანე სალათა ზეითუნის ზეთითა და ლიმონის წვენით, 350 მგ ნატურალური წყალი.

სადილი: 50გ მოხარშული ქათმის მკერდი, 4ცალი კაკალი, მწვანე ვაშლი, 350 მლ მინერალური წყალი.

სამხარი: 250გ მოხარშული ორაგული, მწვანე სალათა (ზეითუნის ზეთითა და ლიმონის წვენით), 350 მლ მინერალური წყალი.

ძილის წინ: 50გრ მოხარშული ქათმის ხორცი, 4 ცალი კაკალი, მწვანე ვაშლი, 350 მლ მინერალური წყალი.

კარტოფილის დიეტა

ჯულია ხშირად იცავს ასევე კარტოფილის დიეტასაც. იგი ძალიან გემრიელია და სწრაფად ეხმარება მსახიობს წონის დაკლებაში. ლამაზმანი ირწმუნება, რომ სწორედ ეს დიეტა ეხმარება ორგანიზმს წიდებისგან გაწმენდაში და სახის კანს ნათელ ფერს აძლევს.

საუზმე: ჭვავის პურის ბუტერბროდი_ ხაჭოთი და ახალი ბოსტნეულით.

სადილი: კარტოფილის სალათა (მოხარშული კარტოფილი, პომიდორი და ხახვი), უცხიმო იოგურტი.

სამხარი: 2-3 ცალი კარტოფილის ორცხობილა.

შიგადაშიგ: სტაფილო, ბოლოკი ან გახეხილი ვაშლის სალათა უცხიმო იოგურტთან ერთად.

დიეტის გარეშე როგორ იკვებება მსახიობი ყოველდღიურ ცხოვრებაში? ჯულიას არადიეტური რაციონი ძირითადად ხილისა და ბოსტნეულის სალათებისგან შედგება. მსახიობს განსაკუთრებით უყვარს ვაშლი, მსხალი, ყურძენი, ბანანი და მანგო. ეს ხილი, სეზონურად სულ შედის მის ყოველდღიურ რაციონში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100