მიშა მესხი და ია სუხიტაშვილი დაშორდნენ - ია სუხიტაშვილი კომენტარს აკეთებს
მსახიობები ია სუხიტაშვილი და მიშა მესხი ერთმანეთს დაშორდნენ. 7 თვეა რაც წყვილი ერთად აღარ ცხოვრობს.
დღეს პრაიმტაიმს იამ დაუდასტურა, რომ მისი ოჯახი დაინგრა.
– ია, მართალია, რომ თქვენ და მიშა მესხი ერთმანეთს დაშორდით?
– ასეა, ჩვენ უკვე შვიდი თვეა ერთად აღარ ვცხოვრობთ.
– შეიძლება მიზეზი გკითხოთ?
– არა, მიზეზებზე საუბარი არ მინდა, რა მნიშვნელობა აქვს, ფაქტი ფაქტია.
– ეს არის ბოლო წერტილი?
– აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ. ისე არ მივდივარ. თუ მივდივარ, მივდივდივარ!
– როგორ გგონიათ, იქონიებს ეს გავლენას თქვენს მომავალ პირად ცხოვრებაზე?
– ძალიან მტკივნეულია, ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ ამ ყველაფრის გამო, მაგრამ… არაუშავს, უნდა ასწიო თავი და უნდა გაიარო, სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავარდე. ეს ცოდვად ითვლება.
– 7 თვე საკმაოდ დიდი დროა იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია დამალო ჟურნალისტებთან… ფიქრობდით რომ დალაგდებოდა? ამის გამო დუმდით?
– არა, არაფერს არ ვფიქრობდი, უბრალოდ არ არის საჭირო ყველაფრის ლაპარაკი, არ ვართ 14 წლის ბავშვები.
კომენტარი