სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ნაციონალური მოძრაობა“ სუბარის გადადგომასა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვს

ნაციონალური მოძრაობა“ ქუთაისში, სასამართლო პროცესზე ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.

როგორც ნუგზარ წიკლაურმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა დაიწყო ოპოზიციის დევნის ახალი ტალღა, რომლის მიზანია ოპოზიციის განადგურება. „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუწყდეს მთავარ პროკურორს, ასევე გადადგეს სოზარ სუბარი. „ნაცინალური მოძრაობა“ მოითხოვს დაიწყოს გამოძება და მის დასრულებამდე შეუჩერდეს უფლებამოსილება მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და სასჯელაღსრულების მინისტრს სოზარ სუბარს. ამოღებული იქნას ყველა შესაბამისი ვიდეო დაკვირვების მასალა და გასაჯაროვდეს ზურაბ ჟვანია საქმის გამოძიების შედეგები, როგორც ძველი ასევე ახალი დეტალები თუ არის რამე“,-განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100