სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკრაინაში მხატვარ დავით მურაჩაშვილის ონლაინგამოფენა ომმა ჩაშალა

უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა უარყოფითი გავლენა ხელოვნებასა და კულტურაზეც იქონია. რამდენიმე თვის წინ დავით მურაჩაშვილის არაერთი ტილო შეიძინეს უკრაინელმა კოლექციონერებმა და 26-27 თებერვალს ონლაინგამოფენა - გაყიდვა იგეგმებოდა. უკრაინელებმა დავითის შემოქმედება დიდი ხანი არაა, რაც გაიცნეს, თუმცა დაინტერესდნენ და მხატვრის პოპულარიზაცია მასთან თანამშრომლობის თვალსაზრისით გადაწყვიტეს. როგორც მხატვარმა აღნიშნა: "უკრაინა და უკრაინელები ძალიან მიყვარს. ვაფასებ მათ კულტურას და ჩვენ მიმართ დამოკიდებულებას. მე და ჩემი უკრაინელი პარტნიორები სწორედ ხარკოვში ვაპირებდით საქმიან შეხვედრას. რაც ახლა რუსეთ- უკრაინას შორის ხდება, დამაზიანებელი და დამანგრეველი იქნება მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის. რამდენიმეწლიანი პანდემიური ურთულესი მდგომარეობიდან ვერ გათავისუფლებულა მსოფლიო და ქვეყანათა შორის ომი და სისხლისღვრა ყველა კულტურულ თუ პოლიტიკურ ჩარჩოს სცდება. 21- საუკუნეში მიწათა ბარბაროსული განაწილება, უბრალოდ, მიუღებელია". როგორც ცნობილია, ონლაინგამოფენა ჩატარდება, თუმცა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები აუცილებლად იქონიებს გავლენას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100