სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თითქოს საცობი არ ეყოფოდა პეკინის ამ მონაკვეთს, ნახეთ რას აკეთებს მერია

სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კოსტავასა და პეკინის კვეთაზე ახალი საკვები ობიექტი შენდება.

ფოტოზე ალბათ იცანით ეს გახლავთ დანიური სახლის კუთხეა, კოსტავადან პეკინზე შესახვევი. დღის ნებისმიერ დროს ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მონაკვეთი, მუდმივი საცობი, მანქანები ორ სართულად. სწორედ ამ ადგილას, თბილისის მერიის და განახლებული არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილებით ახალი კერძო საზკვების ობიექტი ჩაიდგმება, რომელიც ჩაანაცვლებს მწვანე ზოლს.

„მესაკუთრემ პროექტი ისე ეშმაკურად შეადგინა, თითქოს არცერთი ხე არ იჭრება. სულ ამ ადგილას 9 ფიჭვი დგას. მაგრამ ეს მხოლოდ დროებითია, ხეების ძირის დაბეტონება, მათთვის არეალის შეზღუდვა და მწვანე ზოლის განაშენიანებით ჩანაცვლება აუცილებლად მალე დაასრულებს ამ ხეების არსებობას და მწვანე სივრცის ნაცვლად გვარიან მშენებლობას მივიღებთ. აღარაფერს ვამბობ საცობის ზრდაზე. აი ესაა ამ მთავრობის ქალაქის განაშენიანების ხედვა, ესაა განვითარებული ბიზნესი და ქალაქი, ესა გენგემა და აღმშენებლობა, რაც იმედია მალე დასრულდება.“ - წერენ აღშროთებული მოქალაქეები სოციალურ ქსელში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100