როგორ მოიკლო იმედის ჟურნალისტმა 27 კილო?
ტელეგადაცემა იმედის კვირის ჟურნალისტმა ცოტნე გეგეჭჯორმა წონაში 27 კილოგრამი 5 თვეში მოიკლო, ქართველ ერში ზედმეტი წონის პრობლემის აქტუალურობისა და გახდომის მსურველთა სიმრავლის გამო დრონი.ჯი დაინტერესდა და ვცადეთ გაგვერკვია თუ როგორ მოახერხა ცოტნემ რეკორტული შედეგის მიღწევა.
ცოტნე გეგეჭკორი: ავარიაში მოვყევი და ისეთი ტრამვა მივიღე 4 თვე ლოგინიდან ვერ ვდგებოდი, წონის პრობლემამ გამწვავება სწორედ ამ პერიოდში დაიწყო.
ერთ დღეს სარკეში ჩავიხიდე და მივხდი რომ ასე აღარ შეიძლებოდა. რაღაც გადატრიალდა თავში და გადავწყვიტე სრულიად შემეცვალა ჩემი ფიზიკური მდგომარეობა. დავჯექი და დავიწყე ისეთი დიეტის ძიება, რომელიც ჯანმრთელობას არ ავნებდა და თან მშიერი არ ვიქნებოდი და ვოპოვე.
ჩემი დიეტა შემდეგია:
დილის 9 საათზე 200 გრამი უცხიმო ხაჭო + უნალექო ყავა უშაქროდ
12 საათზე 1 მოხარშული კვერცხი და 1 ცალი კიტრი
3 საათზე 300 გრამი მოხარშული ხორცი უმარილოდ უცხიმოდ და 1 კიტრი 1 პომიდორი
6 საათზე 500 გრამი მაწონი
საღამოს 2 ცალი ვაშლი
მთელი დღის განმავლობაში 3 ლიტრი წყალი
არცერთი გრამი მარილი და შაქარი
ყოველ მერვე დღეს შეგიძლიათ დიეტა დაარღვიოთ და რაც მოგენატრათ ყველაზე მეტად ის მიირთვათ.
მაგრამ ყველაზე მთავარი, ამ ყველაფრის პარალელურად ვარჯიში. ყველა ამბობს, რომ ძალიან ბევრს მუშაობს და არ რჩება დრო ვარჯიშისთვის, არადა თქვენც კარგად იცით როგორი დატვირთულია ჟურნალისტის სამუშაო გრაფიკი, მაგრამ ყველაზე მძიმე სამუშაო დღის შემდეგაც კი ვვარიშობ კვირაში 4 დღე.
კომენტარი