სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„უკვდავთა ბაღში" გივი ბერიკაშვილის ბიუსტის გახსნა

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის „უკვდავთა ბაღში" 18 მაისს გივი ბერიკაშვილის ბიუსტი გაიხსნა. ღონისძიებას, მიწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

"ძნელია გივი ბერიკაშვილზე ისაუბრო წარსულ დროში. იგი არის ქართული კულტურის გამოჩენილი მოღვაწე და ადამიანი, რომელმაც სიყვარულის განსაკუთრებული სტანდარტი დაამკვიდრა. გივი ბერიკაშვილმა შექმნა დაუვიწყარი სახეები კინოსა და თეატრში. მისი გმირების სიტყვებით ჩვენ ყოველთვის ვისაუბრებთ. ეს ფრაზები ჩვენს გონებაში არის ჩაბეჭდილი და ძალიან დიდხანს იცოცხლებს,"-განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

გივი ბერიკაშვილის სკულპტურული პორტრეტი მოქანდაკე თემურ ჭყონიამ შექმნა. ქანდაკება, თბილისის მერიის ხელშეწყობით, ბრინჯაოში გოგი ჟღენტმა ჩამოასხა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100