სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: ეცადეთ გაექცეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებსაც თქვენი გამოყენება აქვთ განზრახული. არ მისცეთ გარშემომყოფებს თქვენით მანიპულირების უფლება. ეცადეთ საკუთარი პოზიციები დაიცვათ და ნებისმიერ სიტუაციაში თქვენი აზრი დააფიქსიროთ.

კურო: დღეს მრავალი დაძაბული სიტუაციის მომსწრე გახდებით. კარგი იქნება მსგავს შემთხვევებს თავს მაქსიმალურად თუ მოარიდებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა გარკვეული პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ.

ტყუპები: დღეს მიხვდებით, რომ ცხოვრებაში მრავალი საკითხი გაქვთ შესაცვლელი. ეცადეთ შესაბამისი ზომები დღესვე მიიღოთ და შედეგად თქვენი მიღწევები თქვენში სასიამოვნო გრძნობებსა და განცდებსაც გამოიწვევენ.

კირჩხიბი: რა თქმა უნდა ეკონომიკურად ჯანსაღი ცხოვრება თქვენს არსებობას განსხვავებულ ელფერს შესძენს. ძალიან კარგია მსგავსი სიტუაციისთვის რომ იბრძვით, მაგრამ გახსოვდეთ, რომ დევიზით „მიზანი ამართლებს საშაუალებას“ ცხოვრება ხშირ შემთხვევაში დამღუპველია.

ლომი: კარგი იქნება დღეს დროს ახლობლებსა და მეგობრებს თუ დაუთმობთ, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ მიაკითხეთ მათ და ეცადეთ თქევნი ემოციები გაუზიაროთ. შემდეგ კი მათ მიერ მოცემული რჩევების გადახარისხებას შეუდექით.

ქალწული: დღეს ჯგუფური სამუშაოს შესრულება მოგიწევთ. ვერ შეძლებთ ლიდერობას, უფრო მეტიც, სიჩუმეს არჩევთ და არავითარ შემთხვევაში არ დააფიქსირებთ თქვენს პოზიციებს. უბრალოდ გარშემომყოფების ნებას დაჰყვებით, ეს კი თქვენი ნეგატიური განწყობის მიზეზი გახდება.

სასწორი: თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების უმრავლესობას ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღება სურთ, მიუხედავად ამისა საკუთარი მიზნების შესასრულებლად ელემენტარული საქმის შესრულებაც კი ეზარებათ. შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი ტიპის ადმაიანებში თქვენც ერთიანდებით. დროა ცხოვრების წესი შეიცვალოთ და ამ ყოველივეს დღეს თუ დაიწყებთ, კარგი იქნება!

მორიელი: იმისათვის, რომ ოჯახის წევრებთან ჰარმონიასა და სიმშვიდეს მიაღწიოთ, კარგი იქნება კომპრომისების ძიებას თუ დაიწყებთ, ნუ ცდილობთ ყოველთვის საკუთარი სიმართლის მტკიცებას. ხშირ შემთხვევაში თქვენ ცდებით, თქვენი ქმედებები კი ოჯახის წევრებზე უარყოფითად მოქმედებენ.

მშვილდოსანი: კარგი იქნება თქვენს გეგმებში გარკვეულ ცვლილებებს თუ შეიტანთ. რამდენიმე პუნქტი იმდენად არარეალურია, რომ შესაძლოა უსაფუძვლოდ მოგიწიოთ ძალის დახარჯვა, შედეგმა კი თქვენი იმედგაცრუება გამოიწვიოს.

თხის რქა: დღეს შეძლებთ საკუთარი თავისთვის გარკვეული დროის გამოყოფას. კარგი იქნება ამ დასვენების დროს რეალობას მაქსიმალურად თუ მოსწყდებით და რამდენიმე საათით თქვენს პრობლემებს მიივიწყებთ.

მერწყული: დღეს იმდენად სერიოზული საქმის წამოწყება მოგიწევთ, რომ შესაძლოა თქვენი დაბნეულობის მიზეზიც კი გახდეს. თქვენი დაბნევა კი საკმაოდ რთულია. ამიტომ, კარგი იქნება დასახმარებლად თქვენზე კომპეტენტურ ადამიანებს თუ მიმართავთ.

თევზები: დღეს მიხვდებით, რომ ადამიანები, რომლებიც თქვენით მანიპულირებას ცდილობენ, თქვენს ჭკუა-გონებას ერთი ნაბიჯითაც ვერ მოუახლოვდებიან. ამიტომ, დროა მათ თქვენი რეალური სახე და შესაძლებლობები აჩვენოთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100