სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიუ-იორკში დავით ბაქრაძე 67,8%-ით ლიდერობს

საპრეზიდენტო არჩევნების ნიუ-იორკის უბნების მონაცემებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით ბაქრაძე ლიდერობს.

მონაცემები გაეროში საქართველოს ყოფილმა ელჩმა კახა ლომაიამ გამოაქვეყნა და დაწერა, რომ „ამერიკაში მყოფმა ქართველმა პატრიოტებმა თავიანთი პატარა ომი მოიგეს“.

კახა ლომაიას მონაცემებით, შედეგები ასე გადანაწილდა:

დავით ბაქრაძე - 293 ხმა (67,8%)
გიორგი მარგველაშვილი - 122 (28,3%)
შალვა ნათელაშვილი - 10 (2,3%)
ნინო ბურჯანაძე - 7 (1,6%).

კახა ლომაია წერს:

„ამ პატარა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბმა აშშ-ში და, განსაკუთრებით, ნატალია გოდერძიშვილმა, გია შენგელაიამ, გეგა შალუტაშვილმა, თემურ ალასანიამ, პაატა აბჟანდაძემ, გოგა ქარაზანიშვილმა, უჩა მაჭარაძემ, შოთა კოჩაძე, დავით ცქიფურიშვილმა, ზურაბ ცერცვაძემ და ნიკოლოზ ვეფხვაძემ.

ყველაფერი ახლა იწყება, პატრიოტებო!..“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100