სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„დიდი ბრიტანეთის ვიზაზე განაცხადის გაკეთების დროს აუცილებლად უნდა განისაზღვროს მოგზაურობის მიზანი და შესაბამისი ვიზის კატეგორია.“

გაერთიანებული სამეფოს ვიზის მისაღებად კონსულტაცია “ Free Travel“ -სგან და რჩევა თუ რა უნდა გაითვალისწინოს ვიზაზე განაცხადის დროს - ტურისტული კომპანია “Free Travel”-ის წარმომადგენელი ნათია გზირიშვილი გვესაუბრა.

ადამიანები, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ და შეხება ჰქონიათ სავიზო პროცედურებთან რა უნდა გაითვალისწინონ, როცა განაცხადს აკეთებენ გაერთიანებული სამეფოს ვიზის მისაღებად?
საკონსულოების უმეტესობა საქართველოში ითხოვს სააპლიკაციო ფორმების შევსებასა და სხვა უამრავ დოკუმენტაციას, რომლებიც ხშირ შემთხვევაში დამაბნეველია უცხო ქვეყანაში გამგზავრების მსურველთათვის. განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის აპლიკაციის ფორმების შევსებისა და დოკუმენტაციის მომზადების სისწორე, მასში მითითებული ინფომაციის სიზუსტე უმეტესწილად გავლენას ახდეს ვიზის მიღებაზე. არის შემთხვევები, როდესაც ვიზის კატეგორიის არჩევის დროს ცდება მგზავრი და არც სავიზო ცენტრი, არც საკონსულო არ იღებს დოკუმენტაციასა და აპლიკაციას განსახილველად. აქედან გამომდინარე, სააპლიკაციო ფორმები და დოკუმენტაციის მომზადება მეტად მნიშვნელოვანია!

რას ნიშნავს ვიზის კატეგორია?

თუ თქვენ გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე არ ხართ, დროებითი სტუმრებისთვის ან მუდმივად დიდ ბრიტანეთში ცხოვრებისათვის ვიზის სხვადასხვა კატეგორია არსებობს. იმას, თუ რომელი კატეგორიის ვიზა დაგჭირდებათ, გაერთიანებული სამეფოს საიმიგრაციო კანონის შესაბამისად, თქვენი მოგზაურობის მიზანი და სხვა ფაქტორები განსაზღვრავს. არსებობს ტურისტული ვიზა; კერძო ვიზიტორის ვიზა; ბიზნეს ვიზა; ვიზიტორის ვიზა არასრულწლოვანი ბავშვებისათვის; ოჯახის შეერთების ვიზა (საქმრო/საცოლე); საქმიანი ვიზა; სასწავლო ვიზა

და სხვა ვიზის კატეგორიები. მნიშვნელოვანია ფლობდეთ ინფორმაციას არასაიმიგრაციო ვიზის იმ კატეგორიის შესახებ, რომელიც მოგზაურობისთვის დაგჭირდებათ, აგრეთვე, იმ საფეხურების შესახებ, რომელიც უნდა გაიაროთ ვიზაზე განაცხადის შესატანად.

როგორ შევიტანოთ განცხადება გაერთიანებული სამეფოს ვიზის მისაღებად?

  • შედით გვერდზე www.gov.uk და შემდგომ „ვიზები და იმიგრაცია“ (Visas and Immigration) → „განცხადების შეტანა გაერთიანებული სამეფოს ვიზის მისაღებად“ (Apply for a UK Visa) → „დაიწყეთ ახლა“ (Start now). ან ეწვიეთ ვებ გვერდს https://www.visa4uk.fco.gov.uk/home/welcome . თუ ახალ განაცხადს აკეთებთ შედით „დაარეგისტრირეთ ანგარიში“ (Register an Account). თქვენ მიიღებთ ელექტრონულ წერილს თქვენი ანგარიშის გასააქტიურებლად. მას შემდეგ, რაც ანგარიშს გაააქტიურებთ, უნდა შეავსოთ ყველა სავალდებულო ნაწილი, რომელიც მონიშნულია „*“-ით და არ დატოვოთ ცარიელი ადგილი. აირჩიეთ ვიზის ტიპი და უპასუხეთ ყველა შეკითხვას, რათა შექმნათ განცხადება.
  • განაცხადის გადამოწმების შემდეგ, გადადით ღილაკზე “განცახდების წარდგენა“ (submit application). როდესაც განცხადებას წარადგენთ, ცვლილებების შეტანას ვეღარ შეძლებთ. შედით “დეკლარაციაზე ხელის მოწერა“ (Sign Declaration), რათა დაადასტუროთ, რომ თქვენ წაიკითხეთ და ხელი მოაწერეთ, თქვენი სახელის ჩაწერით ცარიელ უჯრაში. გადადით “დაჯავშნეთ შეხვედრა“ (Book Appointment) აირჩიეთ შეხვედრის ადგილი (Appointment Location) და შეხვედრის ტიპი (Visa Appointment Type). აირჩიეთ ცხრილში მოცემული ხელმისაწვდომი თარიღი და დრო და დაჯავშნეთ შეხვედრა. შემდეგ გადადით ღილაკზე “შემდეგი“ (next). თქვენ ნახავთ შეხვედრის დადასტურებას და დამხმარე დოკუმენტების გვერდს. წაიკითხეთ და დააჭირეთ ღილაკს “შემდეგი“ (next).
  • მას შემდეგ, რაც შეხვედრას დანიშნავთ, უნდა გადაიხადოთ ვიზის გადასახადი „ონლაინ“ რეჟიმში. აუცილებლად წაიკითხეთ გადახდის პირობები (condition of payment) და ანაზაღაურების პოლიტიკა (refund policy); მონიშნეთ უჯრები, რათა დაადასტუროთ, რომ წაიკითხეთ და გაიგეთ ინფორმაცია გადახდის შესახებ. თქვენ გადართული იქნებით გადახდის უსაფრთხო სისტემაში. გადახდის შემდეგ თქვენ მიიღებთ ელექტრონულ წერილს, რომელიც დაგიდასტურებთ გადახდას და შეხვედრის დეტალებს.
  • არ დაგავიწყდეთ, როგორც კი დაასრულებთ განცხადებას და დანიშნავთ შეხვედრას, უნდა შექმნათ ანგარიში ტელეპერფორმანსის (Teleperformance) ვებგვერდზე www.tpcontact.co.uk აირჩიეთ თქვენი რეზიდენტი ქვეყანა (resident country) და დააწკაპუნეთ ღილაკზე “დადასტურება“ (submit), შემდეგ შექმენით ანგარიში (Create an account.). თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თქვენი GWF xxxxxxxxx (ცნობა) ელექტრონულ წერილებში, რომლებსაც მიიღეთ UKVI-სგან.

ასევე, გაერთიანებული სამეფოს ვიზის მისაღებად განაცხადის გაკეთების სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ მობრძანდეთ „Free Travel“-ის ოფისში, რომელიც მდებაორეობს დ. აღმაშენებლის გამზ. N175, ან დაგვიკავშირდეთ:

+995 599479955;
www.freetravel.ge

[email protected]
https://www.facebook.com/FreeTravelLTD/


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100