სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩაფლავებული ოცნება რაჭაში...

ბიძინა ამბროლაურს სტუმრობდა. ამბიციურ ოლიგარქს, ნერვებიც ღალატობს და ჯანმრთელობაც. ფსიქოლოგიურადაც გადაღლილია. სად არის ამ დროსჩემი ეკა“?

ადრე თუ რეგიონებში ვიზიტისას, ყველაზე ვრცელ ტერიტორიებს ითხოვდა, ამბროლაურში ყველაზე პატარა მოედანს დასჯერდა. მოსყიდული მომხრეები, იქვე, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე შემოიკრიბა და დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო... ბევრნაირი ბიძინა გვინახავს. ინტელექტუალურემოციურშეტევიანი. ახლა ვნახეთ, ბიძინა ყოველგვარი შეტევის გარეშე.

ოლიგარქმა, რამდენჯერმე სცადა მასა აეყოლიებინა „საქართველოს“–ს ძახილით, მაგრამ ენერგია თუ ემოცია არ ეყო და ძლივს წამოიკივლა: „საქართვ... ქართველო“... მისი უნიათობა ლუჯრმაისურიან თინეიჯერებსაც გადაედოთ. სკანდირება ეფექტური ვეღარ გამოვიდა.

სხვათაშორის, ამბროლაურში თვალშისაცემი იყო არასრულწლოვანი გოგო–ბიჭების ჯგუფული „ოცნება“. დაბნეული ახალგაზრდები, აშკარად ვერ იგებდნენ ნაბახუსევი ბიძინას ფილოსოფიურ წიაღსვლებს.

ახალგაზრდებს შორის, რაჭველები ყველაზე ნაკლებნი იყვნენ. თავად ბიძინა უხდიდა მადლობას ლეჩხუმელ და სვან მეოცნებეებს, მიტინგზე მისვლისთვის. მომიტინგე თინეიჯერებს შორის, ბლომად იყვნენ საჩხერის, ქუთაისის და სამტრედიის მკვიდრნიც... ავტოსადგურთან მდგომი მიკროავტობუსებიდან, ხალხზე მეტი შოთის პური, ხაჭაპური და ღვინო მოჩანდა.

როგორც ჩანს, ეს ბიძინას აქტივისტების მოხეტიალე ფრთა გახლავთ, რომელიც ადგილის შესავსებად ყველა ქალაქსა თუ რაიონში თან დაჰყვება ოლიგარქს. რა თქმა უნდა, კარგი ანაზღაურების სანაცვლოდ.

რაჭველებმა შეამჩნიეს რომ ოლიგარქი არეულად საუბრობდა. მომიტინგეთა შორის ბევრგან გაისმა კითხვა „ბიძინა ცუდადაა თუ მთვრალია“? ოლიგარქს რამდენჯერმე გაუწყდა სიტყვა. მართალია, ფრთიანი ფრაზებით სცადა ამის გადაფარვა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩებოდა. სხვათაშორის, ასეთ დროს წამოსროლილ ფრაზებს შორის იყო: „პირველ ოქტომბერში გავიმარჯვებთ“.

ათასხუთასამდე ლეჩხუმელ–რაჭველ–სვან–იმერელ „მეოცნებეებს“ ბიძინა ბოლოს მაინც გამოუტყდა „მიჭირსო“. მისი გაჭირვების მიზეზი კი ის გახლავთ რომ მიტინგის წინა დღეს ღვინო დაულევია. „ბახუსი, ბახუსიო“– საქართველოზე მეტჯერ ეს სიტყვა იძახა ოლიგარქმა. ბახუსის მერე ყველაზე ბევრჯერ გაიმეორა სიტყვა : „მიჭირს, მიჭირს“.

რაჭველ–ლეჩხუმელ–სვან–იმერელ მეოცნებეთა ნაზავმა, ოლიგარქისგან ბევრი ვერაფერი შეიტყო იმის გარდა, რომ ანტიკური ხანის მწერლები თურმე მიჯაჭვულ ამირანზე წერდნენ და ეს რაჭასთანაა კავშირში. საეჭვოა, ვინმე მიმხვდარიყო, ეს ყველაფერი ბიძინასთან რა კავშირში იყო.

ოლიგარქი, ვახუშტი ბატონიშვილიდან, ღვინის ფალსიფიკაციის ჩათვლით, ყველაფერს შეეხო. სანატრელი საბჭოეთიც რამდენჯერმე ახსენა, „პირველ ოქტომბერში“ გამარჯვების შემთხვევაში დაჭერითაც დაემუქრა პედაგოგებს, რომლებიც ხელისუფლებას უჭერენ მხარს, ენდემური ჯიშის სოჭის თესლზეც ისაუბრა, ხან ტყე დაიბრუნა და ხან ცა, თუმცა სიტყვა არ დასცდენია აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე.

საბოლოოდ, თუ შევაჯამებთ, ამბროლაურის მიტინგმა დაგვანახა, ბიძინასავე სიტყვებით რომ ვთქვათ, „ურთულესი რამ ... გადაღლილია ეს კაცი. ვეღარ უძლებს. პუტინს რა ვუთხარით, რომ აიძულებს სოფელ–სოფელ ირბინოს. ალალად სთქვა: „ხალხო ძალიან მიჭირს. ორი დღეა დავდივარ შეხვედრები მაქვსო.“

მერე კი სცადა გამოსწორება, გადაღლა ხან ბუნების სილამაზეს დააბრალა, ხან ბახუსს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. სუსტია ეს კაცი. არ შეუძლია მას არც საუბარი, არც ორატორობა, არც ხალხის დამუხტვა... ერთადერთი, რაც მის წინ მოხტუნავე გოგო–ბიჭებს მუხტავდა, მისი ფული იყო. ბიძინაზე მეტად ბერას ასმეორედ ნამღერმა გაართო მომიტინგეები. ერთხელ „ჩემმა ეკამ“ თქვა, ბიძინას რომ გაუჭირდეს რამე, მე გამოვალ ასპარეზზეო. მანამდე თავს ვინახავო..

ეკა გამოდი, ბიძინას უკვე უჭირს...

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100