სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ეხო მოსკვის" მსმენელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილებია

რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" მსმენელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილებია. აღნიშნული შედეგი რადიოსადგურის ვებ-გვერდზე ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადჰყო.

"ეხო მოსკვის" კითხვაზე - რა არის თქვენთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი 11331 ადამიანმა უპასუხა. მათგან 6172 ადამიანი (54,5%) მიიჩნევს, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილებია.
4396 რესპოდენტი - 38, 8 % მიიჩნევს, რომ ეს ტერიტორიები - დამოუკიდებელი სახელმწიფოებია. 759 ადამიანს ანუ 6,7 % ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.

სატელეფონო გამოკითხვის მიხედვით, კი ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: 611 ადამიანი (60,2%) მიიჩნევს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილებია, 404 რესპოდენტი (39,8%) კი მათ "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" მიიჩნევს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100