ახალგორში ოკუპანტებმა არჩევნებისთვის საგანგებო რეჟიმი დააწესა და გზა ჩაკეტა
2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებულ ახალგორში საგანგებო რეჟიმი დააწესა, დღედაინ მომდევნო სამი დღის განმავლობაში რეგიონში შესასვლელი გზა ჩაიკეტა.
ამომრჩეველი, რომელიც საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლასა და არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებდა, სრულ იზოლაციაში მოექცა. ამის შესახებ "პირველ რადიოს" ახალგორიდან აცნობეს. ადგიობრივმა მოსახლეობამ დღეს დილით აღმოაჩინა, რომ მათ საოკუპაციო ზოლის გადაკევთის საშუალებას არ აძლევენ. დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი მათ განუმარტეს, რომ შეზღუდვები სამი დღის შემდეგ მოიხსნება
კომენტარი