გიგი უგულავა კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში იმყოფება
გიგი უგულავა კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრას დაესწრო. შეხვედრის დღის წესრიგში საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის თვალსაზრისით შექმნილი სიტუაცია ცაკლე საკითხად იყო შეტანილი.
გიგი უგულავამ, როგორც აღნიშნული კომიტეტის წევრმა, აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსი არ არის სრულყოფილი და იგი არ ემსახურება ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას და პრობლემების გადაწყვეტას.
გიგი უგულავამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე რამოდენიმე თვეა დარჩენილი, საარჩევნო კოდექსი ჯერ კიდევ არ არის მიღებული, რაც წინასაარჩევნოდ მრავალ შეკითხვას ბადებს.
როგორც კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, ისინი ყურადღებით მიადევნებენ თვალს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში არსებულ სიტუაციას და დამატებით მონიტორინგის შემდგომი მისიის გამოგზავნის საკითხს განიხილავენ.
კომენტარი