სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დახლებზე ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ პროდუქციის, ტარხუნისა და ლიმონის ლიმონათის ახალი შეფუთვა გამოჩნდა

დახლებზე ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ პროდუქციის, ტარხუნისა და ლიმონის ლიმონათის ახალი შეფუთვა გამოჩნდა. მომხმარებელს მათი შეძენა, ახლა უკვე თუნუქის ქილებითაც შეეძლება. ს.ს „ქართული ლუდის კომპანია“, ლიმონათის ასორტიმენტიდან, აქამდე მხოლოდ მსხლის 0,33 ლიტრიანი ლიმონათს აწარმოებდა თუნუქის ქილებში.

"ზედაზენის" პროდუქციაზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. ჩვენი სავაჭრო პარტნიორების მხრიდან მსხლის 0,33 ლიტრიანი თუნუქის შეფუთვის შემდეგ, წამოვიდა თხოვნა, ტარხუნისა და ლიმონის ლიმონათის ასეთივე შეფუთვაზეც.

სასიამოვნოა, როცა მომხმარებელი ჩვენს ყველა სიახლეს დადებითად ხვდება. ეს იმას ნიშნავს რომ ვქმნით სწორედ ისეთ პროდუქტს, როგორიც სურს მყიდველს, ხარისხის, დიზაინისა და ფასის გათვალისწინებით" - აცხადებს ლუდსახარში "ზედაზენის" პიარ მენეჯერი ხათუნა მიქაცაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100