სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნუცუბიძის პლატოზე 17 წლის ბიჭის დაჭრის ფაქტზე 20 წლის ბიჭი დააკავეს

პოლიციამ თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე 17 წლის ბიჭის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა 18 დეკემბერს არასრულწლოვანს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ნ.თ. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 დეკემბერს ნ.თ.- ს შელაპარაკება მოუვიდა არასრულწლოვანთან - 2006 წელს დაბადებულ ლ.ს.- სთან, რა დროსაც მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ლ.ს. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

სამართალდამცველებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ნ.თ. თბილისში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117- ე მუხლის მე-5 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაჭრაში ბრალდებული პირი პოლიციას თავად ჩაბარდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100