საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2-ით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 6-ით გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 908-ს შეადგენს. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.
მონაცემების თანახმად, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 6-ით გაიზარდა და 761-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 2710 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 269.
კომენტარი