"უნდა იცოდეს თუ არა გამართულად, ქართული ენა საქართველოს პრეზიდენტმა"? - დრონი.ჯი-ს კითხვებს ცნობილი ქართველი "სელებრითები" პასუხობენ
დრონი.ჯი დაინტერესდა
თუ რას ფიქრობენ ჩვენი „სელებრითები“ პრეზიდენტობის კანდიდატებზე და კონკრეტულად დავუსვით
კითხვა ქართულ ენასთან დაკავშირებით- რამდენად გამართულად უნდა მეტყველებდეს და იცოდეს
მშობლიური ენა საქართველოს პრეზიდენტმა.
ჩვენ
ერთგვარი გამოკითვხა ჩავატარეთ და რამდენიმე
ცნობილი ქართველი სახე ჩავწერეთ. აი, როგორია მათი პასუხები:
დრონი.ჯი: უნდა იცოდეს თუ არა გამართულად, ქართული ენა საქართველოს პრეზიდენტმა?
ზალიკო ბერგერი:
რა თქმა უნდა უნდა იცოდეს, აუცილებლად.
მე, დათო ბაქრაძე მომწონს. რაც შეეხება ქალბატონ სალომეს, არაფერს ვერჩი, თითქოს რაღაც სვეწკი დედაბერია, მაგრამ რატომ აიტეხა საქართველოს პრეზიდენტობა ვერ
ვიგებ. შესაძლოა მართლაც სხვა ენაზე ფიქრობს და ქართულად ასე გამოსდის. ძალიან თავისებური ხასიათების ქალია.
კესარია: უნდა
იცოდეს და თუ არ იცის ძალიან დიდი სირცხვილია. მე ძალიან მომეწონა ბატონი ზურა ჯაფარიძე,
რაღაცნაირად ორიგინალური და განსხვავებული ტიპია.
სხვათაშორის, იუმორის დონეზე გეტყვით,
ერთხელ რომ ვანდოთ ნათელაშვილს საქართველო
იქნებ რაღაც გამოუვიდეს. ნუ მე არცერთ პარტიას
არ ვემხრობი და ძალიან აპოლიტიკური ვარ!
გიორგი ვარდოსანიძე:
მე მგონია რომ უნდა იცოდეს (იცინის). არცერთ კანდიდატზე არ მაქვს კომენტარის გაკეთების
სურვილი. დაე ღირსეულმა გაიმარჯვოს, ვინც ჩვენს ქვეყანას გამოადგება და იმის იქეთ არ
მაინტერესებს ნამდვილად.
ანდრია გველესიანი:
უნდა იცოდეს, მაგრამ აქცენტს არცერთ პოლიტიკოსზე არ
გავაკეთებ, იმიტომ რომ, აპოლიტიკური ვარ. ჩემი
აზრით, მეტად მნიშვნელოვანია პრეზიდენტმა თავისი საქმე იცოდეს. ქალბატონ სალომეს რაც შეეხება, ალბათ თვითონაც ხალისობს ამ ვიდეოებზე.
ნინა წკრიალაშვილი:
საქართველოს პრეზიდენტმა უნდა იცოდეს რა თქმა უნდა და საერთოდაც ყველა ქვეყნის პრეზიდენტმა
უნდა იცოდეს იმ ქვეყნის ენა, რომლის პრეზიდენტიც არის თუ იქნება . ზოგადად ძაან აპოლიტიკური ვარ და ვინც კარგ რამეს გააკეთებს ქვეყნისთვის, იმ პოლიტიკოსის
მხარდამჭერი ვიქნები.
კომენტარი