სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩვენი გალაქტიკა

ირმის ნახტომი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც რძიანი გზა, ხარის ნავალი, იერუსალიმის გზა, დათვისფეხა, ცის-იკანკლედი, დევის ნამუხლარი, გალაქტიკაა, გიგანტური ვარსკვლავური სისტემა, რომელშიც ჩვენი მზის სისტემა, ასევე ყველა შეუიარაღებელი თვალით ხილული ვარსკვლავი, პლანეტა და ციური სხეული მდებარეობს; ის დაკვირვებადი სამყაროს მილიარდობით გალაქტიკიდან ერთ-ერთია.

გალაქტიკა წარმოდგენილია ელიფსური ფორმის ცენტრისგან, რომელიც გარშემორტყმულია გაზისა და კოსმიური მტვრის დისკით, ხოლო ვარსკვლავები ქმნიან ოთხ მკაფიო სპირალისებურ მკლავს. ირმის ნახტომის დიამეტრი დაახლოებით 30 ათასი პარსეკია (100 000 სინათლის წელი) და მისი სისქე კი დაახლობით 1000 სინათლის წელიწადია. გალაქტიკა შეიცავს სულ მცირე 200 მილიარდ ვარსკვლავს (თანამედროვე შეფასება მერყეობს 200-დან 400 მილიარდ ვარსკვლავამდე). 2009 წლის იანვარის მონაცემებით, გალაქტიკის მასა არის მზის მასის 3×1012, ანუ 6×1042 კგ. მისი ძირითადი მასა მოდის უჩინარი შავი მატერიის ჰალოზე.

გალაქტიკის ცენტრი არის ამოზნექილი და განში ის დაახლოებით 8 ათასი პასეკია. მის ცენტრში მდებარეობს ზემასიური შავი ხვრელი (მშვილდოსანი A*), რომლის გარშემო ბრუნავს საშუალო მასის შავი ხვრელი. მათი ერთობლივი გრავიატაცია აიძულებს მათ გარშემო მყოფ ვარსკვლავებს იბრუნონ უჩვეულ ტრაექტორიაზე.

ირმის ნახტომი ეკუთვნის სპირალურ გალაქტიკებს, რაც ნიშნავს რომ მას გააჩნია სპირალური მკლავები. ყოველი მკლავი წარმოადგენს ლოგარითმულ სპირალს 12 გრადუსიანი დახრით. მიჩნეულია რომ არსებობს ოთხი ძირითადი მკლავი: პერსევსის მკლავი, გედის მკლავი, ცენტავრის მკლავი, მშვილდოსანის მკლავი.

გალაქტიკის ჰალოს აქვს სფეროსებური ფორმა დაახლოებით 5-10 ათასი სინათლის წელიწადის დიამეტრით და მისი ტემპერატურა დაახლოებით 5×105 კელვინია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100