სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისის ქუჩებში დამონტაჟებულ ეკრანებზე ომში დაღუპულთა სახელები და გვარები გამოქვეყნდა

"კოალიაცია სამართლიანობისთვის" თბილისის ქუჩებში მდუმარე აქცია გამართა.

თბილისის ქუჩებში დამონტაჟებულ ეკრანებზე აგვისტოს ომში დაღუპული ადამიანების სახელი და გვარები გამოქვეყნდება.

სიმბოლური აქცია საღამოს საათებში დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

ცნობისთვის, ხვალ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან სამი წელი სრულდება.

ომის შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო პირი და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაკარგულად მიიჩნევა 8 ჯარისკაცი. სახლები დატოვა თითქმის 150 ათასმა ადამიანმა. მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 26 ათასი: 19 381 - ცხინვალის რეგიონიდან, 1 893 - კოდორის ხეობიდან, 5 348 - ახალგორის რაიონიდან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100