აპოლო-11 და პირველი პილოტირებული გაფრენა მთვარისკენ
აპოლო-11 იყო პირველი პილოტირებული მისია მთვარისაკენ, რომლის საბოლოო მიზანი მთვარეზე დაჯდომა იყო. ის, აგრეთვე, ცნობილია, როგორც მეხუთე პილოტირებული მისია, აპოლოს პროექტის ფარგლებში და, ზოგადად, მესამე მისია მთვარისკენ.
გაშვებულ იქნა 1969 წლის 19 ივლისს და მის ეკიპაჟს წარმოადგენდა: ნილ არმსტრონგი (მეთაური), ედვინ „ბაზ“ ოლდრინი (მთვარის მოდულის პილოტი) და მაიკლ კოლინზი (საკომანდო მოდულის პილოტი).
20 ივლისს, არმსტრონგი და ოლდრინი გახდნენ პირველი ადამიანები, რომლებმაც ფეხი დაადგეს სხვა ციურ სხეულზე - მთვარეზე. ამ მისიამ მიაღწია მიზანს, რომელიც პრეზიდენტმა კენედიმ გამოაცხადა 1961 წელს - ადამიანი დამჯდარიყო მთვარეზე და უკან დაბრუნებულიყო დედამიწაზე, 60-იანი წლების ბოლომდე.
კომენტარი