სასწრაფო დახმარების მანქანა 22 წლის ორსული ქალით ავარიაში მოყვა
მოსკოვში საშინელ ავარიაში მოყვა სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელშიც დაჭრილ ქალთან ერთად 22 წლის ორსული შაკურხან აბილოვაც იჯდა. დაჭრილი გოგონა ადგილზე დაიღუპა, ოთხმა ადამიანმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო, ნაყოფის გადარჩენა კი ვერ მოხერხდა.
ორსულ ქალს ძარცვის მიზნით ქუჩაში ბოროტმოქმედები დაესხნენ თავს და დანით მუცელში დაჭრეს. სასწრაფოს გამოძახების შემდეგ მას თანმხლები პირი, 22 წლის ორსული მეგობარი აცილებდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ დაჭრილი ქალი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა, ექიმებმა ვერც დედისა და ვერც შვილის გადარჩენა ვერ შესძლეს.
სასწრაფო დახმარების მანქანას შუქნიშანთან „მერსედესი“ შეეჯახა. მსუბუქი მანქანის მძღოლი მძიმე დაზიანებისგან უსაფრთხოების ღვედმა და საჰაერო ბალიშებმა იხსნეს.
კომენტარი