სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შეიძლება რაღაც დავაკელი, ამისთვის ბოდიში - კალაძე

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, პირველი ადგილის დაკავების მიუხედავად, მან 50 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო, რასაც თავისი მიზეზები აქვს.

"ქართული ოცნების" ოფისში გამართლ ბრიფინგზე კალაძემ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე გარემოებაზე, მათ შორის დაძაბულ პოლიტიკურ პროცესსა და "ხმების გაყოფაზე". მისივე თქმით, შესაძლოა პროცესს თავადაც დააკლო რაღაც, რის გამოც ამომრჩეველს ბოდიშს უხდის, თუმცა დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში გაიმარჯვებს.

"თბილისის საკრებულოში 29 დეპუტატის მანდატი მოვიპოვეთ, თუმცა ამომრჩეველთა გადაწყვეტილებით დედაქალაქის მერის ასარჩევად მეორე ტური დაინიშნება, რადგან პირველი ადგილის დაკავების მიუხედავად, ვერ მოხერხდა 50%-ანი ბარიერის გადალახვა.

დღეს არ დავიწყებ იმ მიზეზების ჩამოთვლას, რამ გამოიწვია ეს შედეგები - პოლიტიკური პროცესების დაძაბვამ, სხვადასხვა კანდიდატის მიერ ამომრჩეველთა ხმების გაყოფამ... ვიტყვი ერთს - ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც თბილისელები საარჩევნო ყუთთან დააფიქსირებენ, პატივს ვცემ.

შეიძლება მეც რაღაც დავაკელი ამ პროცესს. შეიძლება მუშაობის პროცესში ყველა აქტუალურ საკითხზე ვერ გავამახვილე ყურადღება, ამისთვის ბოდიში, მაგრამ კიდევ ერთხელ მზად ვარ მეორე ტურში მივიღო მონაწილეობა და თბილისელების დახმარებით ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას" - განაცადა კალაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100