რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე რუსთავის მოსახლეობას შეხვდა
რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე რუსთავის მოსახლეობას შეხვდა. გიორგი ბეგაძემ ქალაქის მაცხოვრებლებთან იმ საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ ისაუბრა, რომელიც რუსთავის განვითარებისკენაა მიმართული. მათ შორის, რუსთავისთვის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსის მინიჭება.
გიორგი ბეგაძემ ასევე აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დემოკრატიულმა და გამჭირვალე პოლიტიკურმა პროცესებმა განაპირობა და მოქალაქეების თავისუფალ არჩევანში არავინ ჩარეულა.
"საქართველოს მოსახლეობას თავისუფლად შეუძლია გააკეთოს არჩევანი. მოქალაქეებს არ ეშინიათ გამოხატონ თავიანთი პოზიცია, მაგრამ დღეს მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ეს შესაძლებლობა. დღეს ჩვენ ამ არჩევანის წინაშე ვდგავართ. ამიტომ მნიშვნელოვანია დავუჭიროთ მხარი ჩვენს მხარდაჭერილ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებზე. თავისუფალი არჩევანები, დემოკრატიული და გამჭირვალე პოლიტიკური პროცესები ჩვენი ნამდვილი მონაპოვარია და ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ამის შენარჩუნება.
რუსთაველებთან ყოველდღიური ურთიერთობის მიუხედავად, საჭირო გახდა კიდევ სხვა ფორმატში მესაუბრა მიმდინარე პოლიტუკურ პროცესებზე, ჩემი და ჩემი გუნდის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, საკანონმდებლო საქმიანობაზე, რომელიც ჩვენ ქალაქში ახალ რეალობას აჩენს. მათ შორის ეს არის სხვადასხვა ინდუსტრიის შენარჩუნება და განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის გადადგმული ნაბიჯები. სპორტის, განათლების და ტურიზმის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები. როგორც გაირკვა ამ პროექტების უმეტესობის შესახებ მოსახლეობამ ნაკლებად იცოდა. გთხოვთ ადევნეთ თვალი ჩემი გვერდის სიახლეებს. ჩვენ კი შევეცდებით შემოგთავაზოთ ახალი ფორმატებიც რაც საშუალებას მოგცემთ თითოეულ რუსთაველს დაგარწმუნოთ რომ ყოველდღიურად ხალხის სამსახურში ვართ და ეს ქალაქის და ქვეყნის განვითარების გზაა.“ - განაცხადა გიორგი ბეგაძემ.
კომენტარი