"2012 წელს სწორედ ორგანიზაცია ,,ფსიქო პროექტის“ კვლევის შედეგები იყო ყველაზე ახლოს არჩევნების საბოლოო შედეგთან"
მამუკა მდინარაძემ 2012 წლის არჩევნების დროს ჩატარებული კვლევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ ,, ფსიქო პროექტი“ იყო ის ორგანიზაცია, რომლის კვლევის შედეგები ყველაზე ახლოს იყო არჩევნების საბოლოო შედეგთან.
აქვე მდინარაძემ დეტალურად გაიხსენა ,, ფსიქო პროექტის“ კვლევის მონაცემები, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციის მიერ 2012 წლის ივლისში ჩატარებული კვლევა ამბობდა რომ „ქართული ოცნებას“ ამომრჩეველთა 40% და „ნაციონალური მოძრაობას“ 29% უჭერდა მხარს, ხოლო აგვისტოში ჩატარებული კვლევის მიხედვით „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მაჩვენებელი 42%-ს და „ნაციონალური მოძროაბის“ კი 41% შეადგენდა. საბოლოოდ ორგანიზაციამ დადო კვლევის მონაცემი და უკვე ამ კვლევის მიხედვით ამომრჩეველთა 49% „ქართული ოცნებას“ აძლევდა ხმას და 43% კი„ნაციონალური მოძრაობას.”
სწორედ ეს შედები იყო ახლოს არჩევნების საბოლოო შედეგთან, რომლის მიხედვითაც 54% „ქართულმა ოცნებამ“ და 40% „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აიღო. აქვე პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ლიდერმა ისაუბრა 2012 წელს სხვა, ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევის შედეგებზეც, რომელიც არჩევნების საბოლოო შედეგისგან დიდად განსხვავდებოდა. ,,მე შემიძლია ასეთივე ციფრები მოგიყვანოთ ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევის შედეგების, მაგალითად 2012 წელს, როდესაც ისინი სხვადასხვა დროს და მისი ავტორები შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ამბობდნენ, რომ „ქართული ოცნება“ მიიღებდა 25% „ნაციონალური მოძრაობა“ 65% სხვა შემთხვევაში „ქართული ოცნება“ 18% და „ნაციონალური მოძრაობა“ 36% შემდეგ შეთხვევაში 24 % „ქართული ოცნება“ და 41% „ნაციონალური მოძრაობა. აქედან გამომდინარე სამწუხაროდ ასეთი კვლევების შედეგები რეალობას არ ასახავს ხოლმე, ხოლო კვლევების შედეგები, რომელსაც ვეძახით შიდა პარტიულ კვლევებს, რომელსაც ქართული ოცნების დაკვეთით ასრულებს „ფსიქო პროექტი“ და ამ კვლევას ატარებს „ფსიქო პროექტი“ აქ ყოველთვის გვაქვს ხოლმე ზუსტი მონაცემები“, განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კომენტარი