ყველაზე სანდოები და პოპულარულები შოუ–ბიზნესში
აშშ-ში გამოკითხვა ჩატარდა, რომლის მიხედვით დადგინდა, რომ ამერიკელები ყველაზე მეტად ცნობილ ტელევარსკვლავს, ბეტი უაითს და ჰოლივუდის ვარსკვლავებს - დენზელ ვაშინგტონსა და სანდრა ბალოკს ენდობიან. ანტირეიტინგს კი სათავეში პერის ჰილტონი და ჩარლი შინი ჩაუდგნენ.
გამოკითხვა საიტმა Ipsos-მა ჩაატარა. მათ 2000 ამერიკელი გამოკითხეს. აღმოჩნდა, რომ 89 წლის ვარსკვლავს, ბეტი უაითს ამერიკელების 86% ენდობა.
მას 1%-ით დენზელ ვაშინგტონი ჩამორჩება. რაც შეეხება სანდრა ბალოკს, ის მესამე ადგილზე ხმების 84%-ით გავიდა. ამ შედეგზე ზეგავლენა ვარსკვლავის მშვიდი ცხოვრების წესმა იქონია. მეოთხე და მეხუთე ადგილები კლინტ ისტვუდმა და ტომ ჰენკსმა გაინაწილეს. ათეულს ასრულებენ ჰარისონ ფორდი, მორგან ფრიმენი, ქეთრინ მიდლტონი, უილ სმიტი და ჯონი დეპი.
რაც შეეხება ანტირეიტინგს, მას სათავეში პერის ჰილტონია, რომელსაც სკანდალური ჩარლი შინი მოსდევს. აღმოჩნდა, რომ ამერიკელები ასევე არ ენდობიან ბრიტნი სპირსს, რეპერ კეინი უესტს, დონალდ ტრამპს, არნოლდ შვარცენეგერს, მელ გიბსონსა და კიმ კარდაშიანს.
კომენტარი