იურმალას მუსიკალური კონკურსი უქმდება?
იურმალას მუსიკალური კონკურსი, სადაც ქართველებიც თითქმის ყოველ წელს მონაწილეობენ, გაუქმების საფრთხის ქვეშ დგას. როგორც ირკვევა, ღონისძიების ორგანიზატორები, მომავალი წლისთვის, საკონცერტო დარბაზის ოჯარის განახლებას აღარ აპირებენ.
საიუბილეო „ახალმა ტალღამ“ დაწყება ვერ მოასწრო, რომ კონკურსის გარეშემო სერიოზული კონფლიქტი დაიწყო. სწორედ ამ წელს უმთავრდება იჯარის ვადა ცნობილ საკონცერტო დარბაზს, „ძინტარის“, სადაც უკვე ათი წელია მუსიკალური ფესტივალი მიმდინარეობს.
ერთ–ერთი ორგანიზატორის, ცნობილი მუსიკოსის, იგორ კრუტიოს განცხადებით, მათ სურდათ სასიამოვნო ტრადიციის შენარჩუნება, რომელიც ამ დარბაზში კონცერტის ჩატარებასთანაა დაკავშირებული, მაგრამ გარკვეული პირობებით. კრუტოისვე ინფორმაციით, დარბაზის ადმინისტრაციამ, წლების განმავლობაში, სერვისის გაუმჯობესება ვერაფრით შეძლო. სასტუმროები, ტუალეტები, უმძიმეს მდგომარეობაშია. „მრცხვენოდა, აქ უცხოელ სტუმრებს რომ ვიწვევდით“ – ამბობს კრუტოი.
ბალტიისპირეთის საკურორტო ქალაქი იურმალა ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. რაც შეეხება ფესტივალს, აქ, ქართველი შემსრულებლებიდან, წარმატებული გამოსვლები ჰქონდათ: მერაბ სეფაშვილს, სოსო პავლიაშვილს, სოფო ხალვაშს და სხვებს. 2008 წელს, ქართული დუეტი „ჯორჯია“ კონკურსის გამარჯვებული გახდა.
კომენტარი