სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამა პეტრე: უწმინდესმა უკეთ იცის, ვინ სად და როდის გაუშვას

ნახეთ, რას წერს მამა პეტრე ფეისბუქზე:
მართლმადიდებლობა მიტევების რელიგიაა. წმინდა წერილი გვასწავლის, რომ ადამიანს ყველა ცოდვა ეპატიება გარდა სულიწმინდის გმობისა.
სახარება, წმიდა მამათა ცხოვრება უამრავ მაგალითს გვაძლებს მონანულ ცოდვილებზე. ხშირად გვავიწყდება, რომ პირველი ავაზაკი შევიდა სასუფეველში, მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვარი საფლავზე მიმავალ მარიამ მაგდალინელს გამოეცხადა.
საწრმუნოება გვარიგებს, ცოდვას უნდა ვებრძოლოთ, მაგრამ შევიბრალოთ მონანული.
უწმინდესი ყოველთვის ცოცხალი მაგალითია სიყვარულის, მიტევების, დარიგების. ის მუდამ გვაძლევს შანსს წამოვდგეთ და უფლის მარჯვენით ჩვენი კუთვნილი ადგილი დავიმკვიდროთ.
არავინ იცის, ვის როგორი სინანული გააჩნია და რამდენად ახლოს მივიდა უფალთან... ისე კი, პეტრე მოციქულის ცრემლები დიდი შეცდომის შემდეგ მოდის... თუმცა ამ შეცდომის გამო ერთმანეთი ჯვარს არ უნდა ვაცვათ.
დასანანია, უმეტესად ისინი იმეტებენ მოყვასს მოკვეთისთვის, ვისაც საკუთარი ცხოვრება ქრისტიანობის აპოლოგეტი ჰგონია. არაფრის მომცემია დიდი რჯულის კანონის დაზეპირება, თუ საკუთარი ძმის პატიება არ შეგიძლია. ალბათ, მათთვის ისიც გაუგებარი იქნებოდა, ავაზაკი რომ პირველი ცხონდა...
ნუ ვიქნებით რომის პაპზე მეტად კათოლოკეები... უმჯობესი იქნება სხვისი ცხოვრების განსჯას მოვეშვათ და საკუთარი ჯვარი ღირსეულად ვზიდოთ.
სწორედ ისინი ეწინააღმდეგებიან წმინდა წერილს, ვინც სხვებს არ ინდობენ. თუ ადამიანი გაბრკოლებს, მიდი და მორიდებით უთხარი. სოციალურ ქსელში ამპარტავნული ტონით იერარქების მხილება მხოლოდ ურჩობაზე და უსიყვარულობაზე მეტყველებს.
უწმინდესმა უკეთ იცის, ვინ სად და როდის გაუშვას.
ქრისტემ პეტრე სინანულით რომ დაიბრუნა, სხვა მოციქულებს არ მგონია ამაზე პრეტენზია ჰქონოდათ, რადგან მას წინ ბევრი საქმე ელოდა... სწორედ მისი სინანულის შემდეგ აჩრდილითაც კი კურნავდა სნეულებს...
და მაინც, მეუფე სერაფიმეს პირველი ქვა მან ესროლოს, ვინც მასზე უცოდველია...
ვ წ უ ხ ვ ა რ !..

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100