სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი კინოვარსკვლავი

კინოინდუსტრია რომ მრავალმილიონიანი ბიზნესია ყველას ტვის ცნობილია, მასობრივი ფილმების მომწოდებლები მილიარდებს ხარჯავენ და შესაბამისად გამოიმუშავებენ კიდეც. პროდუსერები აღმოაჩენენ და შემდეგ მილიონერებად აქცევენ ადამიანებს რომლებსაც კინო ვარსკვლავებს ვუწოდებთ.

გთავაზობთ ყველაზე მდიდარი მსახიობების ტოპ ათეულს.

ადამ სენდლერი. 300 მილიონი $. ადამიანი რომელსაც არ აინტერესებს კრიტიკოსების აზრი. მისი სპეციალიზაცია - იუმორისტული ჟანრის ფილმებია, მისი მონაწილეობით გადაღებულ ფილმებს კრიტიკოსების უმეტესობა საშინელებას უწოდებენ.

ყველაფერი დაახლოებით 20 წლის წინ დაიწყო. 1988 წელს ადამის მონაწილეობით ორი ფილმი გამოვიდა, პროექტმა სენდლერს 1 მილიარდ დოლარზე მეტი მოუტანა, რის შემდეგაც მან საკუთარი კინოკომპანია წამოიწყო ‘’Happy Madison Productions’’. საკუთარი რეჟისორობით გადაღებული 30-მდე ფილმიდან სენდლერს მხოლოდ ორმა მათგანმა მოუტანა რეიტინგი. მიუხედავად წინააღმდეგობებისა და კრიტიკოსების მხრიდან მუდმივი უკმაყოფისა ადამ სენდლერის ფინანსური მდგომარეობა უფრო და უფრო იზრდება. ფილმმა ‘’Grown Ups 2’’ რომლის ბიუჯეტიც სულ 80 მილიონს შეადგენდა მსახიობს 250 მილიონი მოუტანა, რაც მსახიობის მოთხოვნადობასა და ფინანსებს დადებითად დაეტყო.

ბილ კოსბი 350 მილიონი $. მის ბიოგრაფიაში მრავალი წარუმატებელი როლია. ფილმი ‘’Ghost Dad,’’ ცუდი სიზმარივით მიივიწყა პუბლიკამ. კომიკოსის წარუმატებლობები საზოგადოებას კარგად ახსოვს თუმცა 76 წლის მსახიობი ფერადი ეკრანის ერთ-ერთი უხუცესი იუმორისტია. მსახიობობის პარალელურად კოკსს საკუთარი იუმორისტული შოუც აქვს. მისი ფინანსურ შემოსავალზე გავლენას ახდენს რეკლამებიც. იგი ’White Owl, Coca-Cola, Texas Instruments, Kodak, Jell-O’’ და სხვა ტელერეკლამის მთავარი გმირია ‘

ტომ ჰენკსი 350 მილიონი $. ერთ-ერთი ქარიზმატული კინომსახიობი. ფილმები მისი მონაწილეობით თითქმის ყველა დროში განსაკუთრებულ წარმატებას აღწევდა. მთავარი როლები აქვს შესრულებული ისეთ ცნობილ და ყველასათვის საყვარელ ფილმებში როგორიცაა ‘’ფორესტ გამპი, აპოლონ13’’ და ს.ხ. ტომ ჰენკსის მონაწილეობით გამოსულმა ფილმებმა მარტო ა.შ.შ ში 4,2 მილიარდი $ მოგება მოუტანა ჰოლივუდს.

ჯონი დეპი, 375 მილიონი $. საინტერესოა რომ საყოველთაოდ ცნობილმა და მრავალთა გულთამპყრობელმა მსახიობმა კარიერა მუსიკალურ სცენაზე დაიწყო, თუმცა მალევე გადაიფიქრა და უდიდეს წარმატებას მიაღწია კინოსამყაროში. მისი კარიერა გამოირჩეულია სხვადასხვა ჟანრის როლებით, მას არასოდეს აშინებს სიახლეები და თამამად მიდის რისკზე. მისი მონაწილეობით გადაღებულია ფილმები თითქმის ყველა ჟანრში. მარტო ‘’კარიბის ზღვის მეკობრეებმა’’ 1 მილიარდი ა.შ.შ $ მოგება მოუტანა კინოინდუსტრიას.

კლინტ ისტვუდი 375 მილიონი $. კლინტ ისტვუდი თავისი ეპოქის არამარტო წარმატებული მსახიობია, იგი თავად - ეპოქაა. 50იანი წლებიდან მისი მონაწილეობით არაერთი ვესტერნია გადაღებული. მსახიობი ოთხი ოსკარის მფლობელია. ცნობილი მსახიობის ბიოგრაფია ინახავს რამოდენიმე ძალიან საინტერესო ფაქტს: იგი ნამუშევარია რეჟისორად და კომპოზიტირადაც.

ჯეკ ნიკოლსონი 400მილიონი $. მისი როლები დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ტოვებს მაყურებელზე! იგი შეუცვლელი და უნიჭიერესი მსახიობია. მას ერთხმად აღიარებს საზოგადოებაც, კინოკრიტიკოსებიც და კოლეგებიც. 12 ნომინაცია ოსკარზე მსახიობს ოსკაროსან მამაკაცთა სიის სათავეში აყენებს. ფილმები მისი მონაწილეობით დღემდე ბესტსელერებათ რჩება.

ტაილერ პერრი, 400 მილიონი. იგი არამხოლოდ მსახიობი არამედ რეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი, მწერალი და კომპოზიტორია. პერრი ჰორიზონტზე 1992 წელს გამოჩნდა და ‘’Forbes’’ი მას ერთ ერთ უმდიდრეს ადამიანად ასახელებს.

ტომ კრუზი, 500 მილიონი $. არაერთხელ მიიღო ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობის ტიტული. მისი სახელი ასოცირდება მძაფრსიუჟეტიან ფილმებთან. თუმცა დაუვიწყარია მისი როლები მელოდრამულ სიუჟეტებშიც. იგი შეუდარებელია ნებისმისერ ჟანრში. 20 ფილმი რომელშიც კრუზი მთავარ როლს ასრულებს საზოგადოების საყვარელ ფილმთა რიგებს არ ტოვებს.

შახრუკ კხანი, 600მილიონი $. ბოლივუდის ვარსკვლავი შახრუკ კხანი თითქმის ყველა ცნობილი ბოლივუდური ფილმის მთავარი გმირია. მისი როლები გამოირჩევა ინდური პათოსისა და ცეკვების სიუხვით. კხანის მონაწილეობით გადაღებულია 50 ფილმი რაც მას ბოლივუდის მეფის ტიტულს დამსახურებულად ანიჭებს. მისი ფანების რიცხვი მილიონებში კიარა მილიარდებში იზომება.

ჯერი ცენფელდი, 800 მილიონი $. ჯერი არ არის მხოლოდ მსახიობი თუმცა მისი მონაწილეობით გადაღებული სერიალები დღემდე ძვირადღირებულ სერიალთა სიის სათავეშია. ფინანსური მდგომარეობა მას უფრო იუმორისტული გადაცემების წაყვანამ მოუტანა. ასევე დიდი როლი ითამაშა მისმა მონაწილეობამ სარეკლამო რგოლებში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100