სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქუთაისში პატიმარმა ლოგინზე ზურგით მიკერება სცადა

უპრეცედენტო პროტესტი ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარმა ლოგინზე ზურგით მიკერება სცადა. დღეს მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმარს ჩვეულებრივი ნემსით, ჩვეულებრივადდაკემსილიზურგი აქვს.

აღნიშნულ ინფორმაციას გაზეთი ქრონიკა ავრცელებს.როგორც გამოცემა იუწყება ეს ინფორმაცია და პატიმრის განცხადება (რომლის სისწორეც მეორე დაწესებულების სოციალური სამსახურის უფროსი ადასტურებს) ”ქრონიკას” მოაწოდა უფლებათა დამცველმა და პარტია ”მომავალი საქართველოს” თავმჯდომარემ გიორგი ლაღიძემ.

გიორგი ლაღიძე: პატიმარი აცხადებს, რომ მას 1 თვეა, აწუხებს კბილის ძლიერი ტკივილები და როდესაც ადმინისტრაციას, ან ექიმს წამალს სთხოვს, მას საპასუხოდ დასცინიან და წამალს არ აძლევენ. პატიმარი აცხადებს, რომ მას გაუსაძლის და ცუდ პირობებს უქმნიან, მას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რატომ აყენებენ ცუდ პირობებში. ეს ადამიანი სასჯელს იხდის ავტოსაგზაო შემთხვევის, უბედური შემთხვევის გამო. ერთ-ერთი დაზარალებულის ნათესავი მუსაობს დაწესებულებაში და პატიმარი ეჭვობს, რომ სწორედ ის პიროვნება უქმნის მას მსგავს პირობებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100