თოფურიას ქუჩაზე 19 წლის ბიჭი დაჭრეს
ინციდენტი მოხდა გვიან საღამოს თოფურიას ქუჩაზე. წინასწარი ინფორმაციით, 128-ე საჯარო სკოლის სტადიონთან 19 წლის ბიჭი დანით დაჭრეს.
შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ფაქტს თბილისის ვაკე - საბურთალოს რაიონული პოლიცია იძიებს. საქმე 118–ე, სხეულის დაზიანების მუხლით არის აღძრული.
კომენტარი