სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წმინდა მატრონას ხატის სამებაში დაბრძანებაზე პასუხისმგებლობას არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი იღებს და შენდობას ითხოვს

წმინდა მატრონას ხატის, სადაც სტალინია გამოსახული, სამებაში დაბრძანებაზე პასუხისმგებლობას არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი იღებს და შენდობას ითხოვს.

სოციალურ ქსელში არქიმანდრიტი წერს, რომ ხატი ტაძარში ისე დააბრძანეს, რომ საპატრიარქო საქმის კურსში არ ყოფილა.

მე, როგორც სამების საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე, ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შექმნილი ვითარების გამო, შენდობას ვითხოვ დედა ეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე.

ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთან," - წერს არქიმანდრიტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100