სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პიკე და მისი ახალი შეყვარებული ესპანეთში, ერთ-ერთი რესტორნიდან გააძევეს - რა მოხდა ადგილზე: შაკირას ფანების შურისძიება

შა­კი­რას ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ეს­პა­ნე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, ჟერ­არ პიკე თა­ვის 22 წლის საყ­ვა­რელ ქალ კლა­რა ჩი­ას­თან ერ­თად, ბარ­სე­ლო­ნა­ში მდე­ბა­რე ია­პო­ნუ­რი რეს­ტორ­ნი­დან გა­ა­ძე­ვეს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ პიკე და ჩია რეს­ტო­რანს სწრა­ფად ტო­ვე­ბენ. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რეს­ტორ­ნის მფლო­ბე­ლი შა­კი­რას ერ­თგუ­ლი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლია და სწო­რედ მან სთხო­ვა, და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა. გარ­და ამი­სა, მიმ­ტა­ნებ­მაც უარი თქვეს წყვი­ლის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე. ეს­პა­ნუ­რი არ­ხის, XclusivasTV-ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში ჟერ­არ­დი და კლა­რა ცდი­ლო­ბენ, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად ჩას­ხდნენ მან­ქა­ნა­ში და გა­ე­ცა­ლონ იქა­უ­რო­ბას. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ცოტა ხნის წინ, მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ კლა­რა ჩია ჟერ­არ პი­კეს­გან შვილს ელო­დე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შა­კი­რამ ვა­ლენ­ტი­ნო­ბას "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რო­გორ წმენ­დს ია­ტაკს და მღე­რის SZA-ს Kill Bill, სა­დაც ასე­თი ში­ნა­არ­სის ტექ­სტია - "მოვ­კლავ ჩემს ყო­ფილს." შა­კი­რა, ჟერ­არდ პი­კეს ღა­ლატს არ პა­ტი­ობს და სა­ჯა­როდ დას­ცი­ნის ყო­ფილ ქმარ­სა და მის ახალ შეყ­ვა­რე­ბულს, ჩიას. და­შო­რე­ბის შემ­დეგ ჩა­წე­რილ სიმ­ღე­რა­ში კი 46 წლის მომ­ღე­რალ­მა ყო­ფი­ლი შემ­დე­გი სი­ტყვე­ბით მო­იხ­სე­ნია: "მე ორ 22 წლის ქა­ლად ვღირ­ვარ.. შენ Ferrari-ს Twingo ამ­ჯო­ბი­ნე, Rolex კი Casio-ში გაც­ვა­ლე... ყო­ველ­თვის გჯობ­დი და ამი­ტომ ხარ ახლა შენ­ნა­ირ­თან ერ­თად". შე­გახ­სე­ნებთ, რომ შა­კი­რა და ჟერ­არ პიკე ერ­თმა­ნეთს 11 წელი ხვდე­ბოდ­ნენ. მათ ორი ვაჟი ჰყავთ - 10 წლის მი­ლა­ნი და რვა წლის საშა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100