სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ დატოვა ხოშტარიამ "ევროპული საქართველო"

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ გადავდივარ სხვა პარტიაში და ვრჩები ოპოზიციურ ერთობაში, - ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ პარტია "ევროპული საქართველოს" დატოვების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მას აქვს ახალი გეგმები პოლიტიკურ ცხოვრებაში, რასაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობს.

"პირველ რიგში, მინდა დავიწყო მადლობით, "ევროპული საქართველოს" მიმართ. ეს არის გუნდი, რომელთან ერთადაც მე დავიწყე პოლიტიკური ცხოვრება და გავიარე ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბრძოლები. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს ამ პარტიაში. პოლიტიკური ცხოვრების ამ ეტაპზე, მე გადავწყვიტე დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ გადავდივარ სხვა პარტიაში და ვრჩები ოპოზიციურ ერთობაში. ოპოზიციური ერთობა არის უძლიერესი იარაღი დღევანდელ რეჟიმთან ბრძოლაში. არც კი განვიხილავ პარლამენტში შესვლის საკითხს. მე მაქვს ახალი გეგმები პოლიტიკურ ცხოვრებაში - ახალი პლატფორმის შექმნა, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა და ამ ყველაფერზე საზოგადოებას ვაცნობებ," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100