აჭარაში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა
ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა.გავრცელებული ინფორმაციით, 63 წლის კაცი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ტრავმატოლოგი იყო და ამავე კლინიკაში მკურნალობდა.
მას თანმდევი დაავადება ჰქონდა და კლინიკაში ორი დღის წინ მოათავსეს.
ბოლო მონაცემებით, აჭარაში COVID19-მა სამედიცინო სფეროს რვა წარმომადგენელი იმსხვერპლა.
კომენტარი