სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნოდარ ხადურს 14 სექტემბერს დაკრძალავენ

საქართველოს ფინანსთა ყოფილ მინისტრს ნოდარ ხადურს 14 სექტემბერს დაკრძალავენ. პანაშვიდი 12-13 სექტემბერს თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართება, ხოლო 14 სექტემბერს, 14:00 საათზე ნოდარ ხადურს ტაძრიდან გამოასვენებენ.

10 სექტემბერს, 49 წლის ასაკში ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ნოდარ ხადურის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

ნოდარ ხადური 2016 წლის 1-ელი დეკემბრიდან საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე იყო. 2012 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის ნოემბრამდე მას საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობა ეკავა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100