"პირველი ეტაპი "ორი სიცოცხლის" გადასარჩენად წარმატებით დასრულდა" - გოგონას, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, შვილი გაუჩნდა
ნათია დეკანაძე, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, დედა გახდა. პატარა ანდრია იტალიაში დაიბადა. ის ჯანმრთელი ბიჭია. ინფრომაციას ამის შესახებ ბერი ანდრიას ფონდი ავრცელებს. ნათია დეკანაძე ფონდის ერთ-ერთი პირველი შვილობილია. მას ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი 9 წლის ასაკში დაუსვეს. 2 წლიანი მკურნალობის შემდეგ ის განიკურნა, თუმცა წლების შემდეგ მას სხვა ტიპის ონკოლოგიური დაავადება აღმოაჩნდა. ფონდი დედა-შვილის ჯანმრთელობისთვის ერთად იბრძოდა. ამჟამად ფონდი ნათიას გადასარჩენად ბრძოლას აგრძელებს:
იტალიაში დაიბადა პატარა ანდრია ფუტკარაძე/
თქვენი თანადგომით, პირველი ეტაპი "ორი სიცოცხლის" გადასარჩენად წარმატებით დასრულდა.
ნათიას ჯანმრთელი ბიჭი შეეძინა. ახალშობილი თავს კარგად გრძნობს
ჩვენ, თქვენთან ერთად, ვაგრძელებთ ბრძოლას ნათიას გადასარჩენად
ჩვენი ანგარიშია
თიბისი ბანკი
GE73TB7171536080100002
საქართველოს ბანკი
GE38BG0000000855311400
გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ - ნათიასთვის
ასევე შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 0901500535
#ჩვენგადავარჩენთ
#ორისიციცხლე
#ნათიასათვის
#ბერიანდრიასფონდი
#სიკეთეუსასრულოა
კომენტარი