„არა სალომეს“ - კარვები პარლამენტის შენობასთან და გადაკეტილი რუსთაველის გამზირი
„არა სალომეს!“ - ამ წარწერით რუსთაველის გამზირზე, დაახლოებით, 10-მდე კარავია განლაგებული. გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებმა კარვები ცოტა ხნის წინ გაშალეს. ადგილზე შეკრებილები არიან მოქალაქეები, რომლებიც აქციის დაწყებას ელოდებიან. მათი რაოდენობა სულ უფრო იმატებს.
ტერიტორიაზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველებიც, მოძრაობა რუსთაველის გამზირზე გადაკეტილია.
უახლოეს წუთებში გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ტრიბუნიდან აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართავენ და საკუთარ გეგმებს გაამჟღავნებენ.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა შეკრება მას შემდეგ დაიწყეს, რაც მათ თელავში, ინაუგურაციის პარალელურად, მშვიდობიანი აქციის გამართვის საშუალება არ მიეცათ.
კომენტარი