სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამერიკის საელჩოსთან მოქალაქეებმა ყვავილები მიიტანეს, სანთლები დაანთეს და სამძიმარი გამოთქვეს ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის გამო

დღეს საღამოს მოქალაქეებმა აშშ-ის საელჩოსთან სოლიდარობის მიზნით ყვავილები მიიტანეს, სანთლები დაანთეს და მწუხარება გამოთქვეს ხადას ხეობაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის გამო. საზოგადოების უცნობი თუ ნაცნობი სახეები ერთად თანაუგრძნობდა სმიტების ოჯახს. საელჩოსთან იყო მისული ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამაც, ზაზა სარალიძე, რომელიც სამოქალაქო სამძიმარს შეუერთდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100